“საკუთარი ტელევიზიებით გამოცხადებულ ეგზიტპოლებზე ზეიმი არასერიოზულია “- განაცხადა, ევროპული საქართველოს წევრმა და ზუგდიდში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიგი უგულავამ. მისივე თქმით, არასერიოზული იყო, ასევე, ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა.
“გავიგეთ, რომ ბატონ ივანიშვილს კოვიდის ეშინია. ზუსტად კოვიდის, რომ ეშინია საზოგადოებას ამისთვის სწორედ უნდა წავიდეს ეს მთავრობა, იმიტომ, რომ მათ ჩააფლავეს პანდემიასთან, უმუშევრობასთან და კრიმინალთან ბრძოლა. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ თითოეულ ხმას, რომელიც ჩვენმა ამომრჩეველმა გვარგუნა, მოვუწოდებ ყველა კომისიის წვერს და დამკვირვებელს, თითოეულ ხმას აქვს ოქროს ფასი”, – აცხადებს უგულავა.