საკუთარი შკოდის დამტვრევისთვის, ნიკა მოსიაშვილი სასამართლომ 5 დღით ციხეში გაუშვა – ამის შესახებ, ინფორმაციას “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 16 სექტემბერს, “გირჩი მეტი თავისუფლების” წარმომადგენლები სუს-ის შენობის წინ ვიდეოპერფორმანსს იღებდნენ, მათ ადგილზე “შკოდას” ტიპის მანქანა მიიყვანეს, რომელიც დალეწეს იმის სიმბოლოდ, თუ როგორ “დაიფშვნება სუს-ი”.