ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, აფრიკის დასახლებაში მცხოვრები ადამიანები სხვა საკუთრებასაც ფლობენ და ზოგერითი “საკმაოდ შეძლებულია”.
“ეს არ არის საცხოვრებელი სახლები. ეს არ არის სახლები, სადაც ადამიანმა, რომელსაც სოციალურად უჭირს, თავისი ცხოვრების დანარჩენი ნაწილის გატარება გადაწყვიტა. ეს არის ადამიანთა დიდი ჯგუფი, სიაც გამოქვეყნდა, რომელთაც საკუთრება გააჩნიათ და ზოგიერთი საკმაოდ შეძლებულადაც არის. ადამიანები ხშირ შემთხვევაში არ ცხოვრობდნენ თბილისში, იღებენ გადაწყვეტილებას და გარკვეული მექანიზმებით აღწევენ ამას, სამშენებლო მასალას ყიდულობენ და მოკლე ვადაში, მიუხედავად ათასგზის გაფრთხილებისა, აშენებენ გარკვეულ შენობებს”, — აცხადებს ვოლსკი.
15 დეკემბერს მერიამ უკანონო შენობების დემონტაჟი დაიწყო. მათ 20-მდე სახლი დაანგრიეს.