“ვაპირებთ დამატებით დარტყმებს [ირანზე]… აშშ უპასუხებს, როცა ჩვენ ძალებს თავს დაესხმებიან”, – ამის შესახებ თეთრი სახლის უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა.
“ეს ყველაფერი პარასკევს ღამით დაიწყო, თუმცა ამით არ დამთავრდება. ჩვენ ვაპირებთ, დამატებითი საჰაერო დარტყმები განვახორციელოთ, რათა მკაფიო სიგნალი გავაგზავნოთ, რომ ჩვენს ძალებზე თავდასხმას, ან ადამიანების მოკვლას, აშშ სათანადოდ უპასუხებს.
გვჯერა, რომ ჩვენი დარტყმები ეფექტურ შედეგს გამოიღებს [ირანულ] დაჯგუფებებზე, რომლებიც ჩვენს ძალებს თავს დაესხნენ”, – თქვა სალივანმა.
2 თებერვალს, იორდანიაში, ამერიკულ ბაზაზე თავდასხმის საპასუხოდ, აშშ-მა ერაყსა და სირიაში ირანის სამხედრო ობიექტებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა.