საქართველოს პრეზიდენტი თვლის, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების მიუნხენის კონფერენციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გამოცხადება შემთხვევითი არ იყო და ამით რუსეთმა კონფერენციას გარკვეული გზავნილი გაუგზავნა.
„ვფიქრობ, შემთხვევითი არ იყო, რომ ნავალნის გარდაცვალება გამოცხადდა მიუნხენის კონფერენციის დაწყებამდე რამდენიმე საათით თუ წუთით ადრე. რუსეთისთვის დამახასიათებელია, შეეცადოს ფსიქოლოგიურად გავლენა მოახდინოს, რომ რუსეთი აკეთებს რასაც უნდა, სადაც უნდა. ვფიქრობ, ეს იყო მესიჯი მიუნხენის კონფერენციისთვის“, – განაცხადა პრეზიდენტმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში dpa-სთან ინტერვიუში.
პუტინის ოპონენტი, პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი პარასკევს კოლონიაში გარდაიცვალა.