გიგი უგულავამ საპატიმრო უკვე დატოვა. სასჯელაღსრულების 12 დაწესებულებიდან ის საღამოს ათი საათისთვის გამოვიდა, ზუსტად ორ საათში მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტმა მისი და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა.
გიგი უგულავა ამბობს, რომ დღეს ტელევიზორისთვის არ უყურებია და როცა საღამოს ცხრის ნახევრისთვის ეთერში გასული ტიტრი ნახა, სადაც ეწერა, რომ პრეზიდენტმა უგულავა და ოქრუაშვილი შეიწყალა, თავიდან გრამატიკული შეცდომა ეგონა.
“ამასობაში ანახეს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ბოლო სიტყვებით მლანძღავდა, მაგრამ ძუძუები ილოცებოდა ამ დროს. მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილს ასი წელი არ გავახსენდებოდი, ფაქტია, რომ მისი ხელმოწერაა ჩემი შეწყალების აქტზე და ადამიანურად ბუნებრივია მადლობას ვებუნები, მიუხედავად იმისა, რომ უშვერი სიტყვებით ილანძღა.
იმედი მინდა გამოვთქვა, რომ გიორგი რურუა ასევე მალე დატოებს საპატიმროს, სხვა შემთხვევაში მოთხოვნა მოთხოვნად დარჩება და ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას კენჭისყრაში.პირობა ეგრეა, როცა კაცი სიტყვას დებ ბოლომდე უნდა შეასრულო.
ჩვენმა მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ დაინახეს, რომ ქვეყანას მართავს ადამიანი, რომელიც თვითდაზიანებებს იკეთებს. ჩემი დაჭერაც ზიანი იყო, ჩემი გამოშვებაც ზიანი იყო. შესაბამისად, ადამიანი, რომელიც ამდენ თვითდაზიანებას იკეთებს სახიფათოა ქვეყნისთვის, ჩვეულებრივ მოქალაქეს რას უზამს, თვითონ ამდენ თვითდაზიანებას რომ იკეთებს.
ამიტომ არჩევნების გზით უნდა გავუშვათ.
ეს ადამიანი არის მენტალურად საბჭოთა, გეოპოლიტიკურად რუსი, სოციალურად აღზევებული მდაბიო და პერსონალურად მატყუარა.“ – განაცხადა გიგი უგულავამ საპატიმროს დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას. ის თვლის, რომ ქართული საზოგადოების და პოლიტიკური სპექტრის ერთსულოვნებამ შედეგი გამოიღო და საერთაშორისო საზოგადოება ქართული საზოგადოების გვერდით დადგა.
მან განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა დაინახეს, აქტიურობას და პრინიციპულობას აქვს ფასი და ეს ქვეყანა ,,ჩალით არ არის დახურული”.
,,მინდა პარტნიორებს დიდი მადლობა ვუთხრა, ისევე როგორც ოპოზიციურ პარტიებს. ამ ერთსულოვნებამ გამოიღო ის შედეგი, რომ ჩვენს გვერდით დადგა საერთაშორისო საზოგადოება და იმ უტიფრობის და ტყუილის ნიაღვარს, რასაც ამ დღეების განმავლობაში ძალუმად ვუსმენდით, დაუპირისპირდა მაინც სიმართლე და მას წინააღმდეგობა ვერ გაუწია ,მათ შორის ჩვენმა პრეზიდენტმა” ,- თქვა უგულავამ საპატიმროს დატოვებას.