სალომე ზურაბიშვილი და ადმინისტრაციის თანამშრომლები სამი თვის ხელფასის ნაწილს StopCov ფონდში ჩარიცხავენ

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი და ადმინისტრაციის თანამშრომლები მომავალი სამი თვის ხელფასის ნაწილს კორონავირუსთან ბრძოლის StopCov ფონდში ჩარიცხავენ.

„ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ მიიღეს გადაწყვეტილება ამ სოლიდარული აქტით წვლილი შეიტანონ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს არის ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ამ ურთულესი გამოწვევის დაძლევაში ყველა ერთად უნდა ვიყოთ!” – ნათქვამია ინფორმაციაში.

3 თვის ხელფასის 1/3-ს ამავე ფონდში ჩარიცხავენ უმრავლესობის დეპუტატები და მინისტრებიც.