ისე იქნევს ამ ვეტოს ქალბატონი პრეზიდენტი ტელეკამერების წინ, როგორც ხმალს, ამიტომ, მე მას განვუმარტავდი, იქნებ თავის აპარატს უთხრას, ვეტო რა შემთხვევაში შეიძლება იყოს გამოყენებული. არარსებულ კანონზე, როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებს ქალბატონი პრეზიდენტი, ვფიქრობ, მან აუცილებლად, როგორც მინიმუმ, უნდა დატუქსოს თავისი აპარატის წარმომადგენლები.

განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა.