საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თვითიზოლაციაში გადადის. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამის მიზანი რისკების თავიდან აცილებაა.
“აღნიშნული პროცესის პარალელურად, პრეზიდენტი PCR ტესტს არსებული პროტოკოლის შესაბამისად იკეთებს”, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ზურაბიშვილი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით უკვე აცრილია.
პრეზიდენტს ირაკლი ღარიბაშვილთან კონტაქტი ჰქონდა. პრემიერ-მინისტრს დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა.