სალომე ზურაბიშვილი თვითიზოლაციაში გადადის

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თვითიზოლაციაში გადადის. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამის მიზანი რისკების თავიდან აცილებაა.

“აღნიშნული პროცესის პარალელურად, პრეზიდენტი PCR ტესტს არსებული პროტოკოლის შესაბამისად იკეთებს”, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზურაბიშვილი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით უკვე აცრილია.

პრეზიდენტს ირაკლი ღარიბაშვილთან კონტაქტი ჰქონდა. პრემიერ-მინისტრს დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა.