ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ხვდება.იენს სტონტელბერგან შეხვედრის შემდეგ ზურაბიშვილი მონაწილეობას მიიღებს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში. შეხვდერის შემდეგ მედიისათვის ონლაინფორმატში ერთობლივი განცხადებების გაკეთებაა დაგეგმილი.
ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრამდე, სალომე ზურაბიშვილი უკვე შეხვდა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს ოლივერ ვარჰეის. ასევე, ევროკომისარს იუსტიციის საკითხებში დიდიე რეინდერსს.
შეგახსენებთ, ბრიუსელში სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრები უკვე გამართა ევროპული საბჭოს, ევროკომისიის და ევროპარლამენტის ლიდერებთან – ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეპ ბორელთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან დავიდ სასოლისთან, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერთან და ბელგიის მეფე ფილიპესთან.