სალომე ზურაბიშვილი 17:00 საათზე ბრიფინგს გამართავს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, დღეს, 17:00 საათზე ბრიფინგს გამართავს.

რასთან დაკავშირებით ექნება პრეზიდენტს ბრიფინგი უცნობია თუმცა სავარაუდოდ, თემა ოთარ ფარცხალაძისთვის დაწესებულ სანქციებსა და ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას შეეხება, რომელმაც ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა აღუდგინა.