სალომე ზურაბიშვილმა ბინის გაქირავებით,შემოსავლის სახით 21 600 ევრო მიიღო

საქართველოს პრეზიდენტი პარიზის პრესტიჟულ უბანში ბინას აქირავებს. 2019 წელს ბინის გაქირავებით 21 600 ევრო მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილმა ქონებრივ და ფინანსურ დეკლარაციაში მიუთითა. დეკლარაციაში წერია, რომ სალომე ზურაბიშვილი 60 კვმ ფართის გაქირავებით წელიწადში 21 600 ევროს, ანუ თვეში  1800 ევროს იღებს.

პრეზიდენტის ქონებრივ და ფინანსურ დეკლარაციის მიხედვით, 2019 წელს პრეზიდენტს ხელფასის სახით დაერიცხა 66 240 ლარი, თუმცა ის  ხელფასს არ იღებს. ამის შესახებ პრეზიდენტმა პირველივე ბრიფინგზე აღნიშნა, რომ უარს ამბობდა საქართველოში თანამდებობრივ სარგოზე და ფრანგული პენსიით იცხოვრებდა.