საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი ევროპის საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა.
“საქართველოს პრეზიდენტმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა არაფორმალური შეხვედრა გამართეს, სადაც საქართველოში განვითარებული მოვლენები განიხილეს” – ნათქვამია განცხადებაში.
ადმინისტრაცია არ აკონკრეტებს, როდის და სად გაიმართა შეხვედრა, თუმცა, არსებული ინფორმაციით, ისინი საფრანგეთში შეხვდნენ.
ცნობისთვის, გუშინ მმართველმა პარტიამ 19 აპრილის შეთანხმება დატოვა და განაცხადა, რომ მან “თავისი თავი ამოწურა”.