სალომე ზურაბიშვილმა კობახიძის მთავრობის დამტკიცებას ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის შესახებ განკარგულებას.

ადმინისტრაციის განმარტებით, პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიზანია, სტიქიასთან ბრძოლას რაიმე დაბრკოლება არ შეექმნას, დროულად გამოიცეს შესაბამისი აქტები და მოხდეს რეაგირება.

8 თებერვლის სხდომაზე პარლამენტის პლენარულ სესიაზე პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძის მთავრობას 84 ხმით ნდობა გამოუცხადა.

მანაამდე კობახიძემ დეპუტატებს მისი სამთავრობო პროგრამა – „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ გააცნო.  პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტის წევრების შეკითხვებსაც უპასუხა.