სალომე ზურაბიშვილმა, სამ თვეში სახვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან მობილურით საუბარში 200 ლარი და 98 თეთრი დახარჯა. ამის შესახებ პრეზიდენტმა ფეისბუქზე დაწერა.
“პრეზიდენტის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ტელეკომპანიას ასეთი მნიშვნელოვანი კითხვისთვის და გაცნობებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი, მარტი-მაისის პერიოდში, ესაუბრა 50 ქვეყნის ლიდერს. აქედან, 18 ქვეყნის პირველ პირს ინტერნეტის საშუალებით – ვიდეოზარით დაუკავშირდა, 32 ქვეყნის ლიდერს კი, ტელეფონით. 13 ქვეყნის მეთაურმა პირადად დაურეკა პრეზიდენტს მობულურზე, საქართველოს პრეზიდენტის მობილურიდან კი, 19 ზარი განხორციელდა. მარტი-მაისის პერიოდში პრეზიდენტის მობილური ტელეფონის ხარჯმა 200 ლარი და 98 თეთრი შეადგინა,” – წერია სალომე ზურაბიშვილის საპასუხო განცხადებაში.