სალომე ზურაბიშვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

“ტესტი უარყოფითია! მადლობა ყველას ვინც მომიკითხა,” – წერს ზურაბიშვილი.

სალომე ზურაბიშვილი კოვიდინფიცირებულ პრემიერმინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაში გუშინ გადავიდა.