„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, შეუერთდება თუ არა საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“, აღნიშნულზე პარტიაში მსჯელობა არ მომხდარა.
„ამაზე მსჯელობა პარტიაში დღემდე არ შემდგარა. დღევანდელი მოცემულობით ამის თქმა შემიძლია“,- განაცხადა სამადაშვილმა.
ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში – „360 გრადუსი“ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდება.