საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა სალომე სამადაშვილმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ოფიციალურად დატოვა.
მისი თქმით, ამის მიზეზი პარტიის მიერ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის არმოწერაა.
“ნიკა მელიასთან მქონდა გრძელი სატელეფონო საუბარი და შევთანხმდით. მისთვის გასაგები არის ჩემი პოზიცია, ჩემთვის გასაგები არის მისი პოზიცია. ჩვენ ვრჩებით, რა თქმა უნდა, მეგობრებად, მაგრამ პარტიულად დღეს ჩვენი გზები იყრება. მე დღეს მივმართე ნაციონალურ მოძრაობას ოფიციალურად პარტიის დატოვების შესახებ.
ისეთ უხეშ პოლიტიკურ შეცდომად მიმაჩნია ის, რომ ენმ–მ ხელი არ მოაწერა მიშელის დოკუმენტს, რომ ვთვლით, რომ ამან შეუძლებელი გახადა ჩემი თანამშრომლობა პარტიასთან. განსაკუთრებით იმიტომ, რომ მე ვიყავი ერთ–ერთი მომლაპარაკებელი. საერთაშორისო ასპარეზზე, ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება არის ძალიან დამაზიანებელი და ძალიან დიდი შეცდომა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან”,– თქვა სამადაშვილმა.