სალხინოს მონასტერში დილიდან ხმაურია – ცოტა ხნის წინ სასულიერო პირები პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ადგილზე პოლიცია მობილიზებული დილიდან იყო. როგორც ადგილობრივები ყვებიან, სასულიერო პირებს წირვის ჩატარების უფლება არ მისცეს და ტაძრიდან გამოაგდეს. ბალდის მამათა მონასტრის ყოფილი წინამძღვარი ათინოგენე ხალხს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
”
“საბჭოთა კავშირში გააცოცხლა ლენინი, მოავლინა თავისი ემისრები აქ და მონასტერში მცხოვრები ადამიანები გამოყარეს იქიდან და შესულია, რაფერაც, არ ვიცი ზუსტად, მაგრამ ეს არსება, რომელიც სტეფანედ წოდებულია, შესულია და წირვას ატარებს იქ. ჯერ ვერ გავარკვიეთ რა უფლებით მევიდნენ აქ. ჩოხოსნები მოვიდნენ, გამოყარეს მონაზვნები და მონასტერში მცხოვრები ადამიანები, დაიკავეს ტერიტორია, შემდეგ მოვიდა მილიცია, არც იქით გვიშვებენ, მამები დააკავეს.
აქედან დაიწყება ყველაფერი, არ გავცილდებით აქედან და მთელ საქართველოს მოვუწოდებ, ვისაც სიმართლე ცოტა მაინც შერჩენია, ვისაც მართლმადიდებლობა და ქრისტიანობა უნდა, ამ მამათმავლობაში ბრალდებული ხალხის გვერდით არ დადგება, როგორც ეს ე.წ. ჩოხოსნები, სულგაყიდული ხალხი, ვისაც კაცობა, ღირსება, ქართველობა და ეკლესიის სიწმინდე აინტერესებს, აქ უნდა იდგეს დღეს.
აქედან დაიწყება სულ სხვა მოქმედებები. აქედან ჩვენ ცოცხლებს ვერ გაგვიყვანენ და მთელ საქართველოს მოვუხმობ”, – თქვა მამა ათინოგენემ.