წყონდიდის ეპარქიაში, სალხინოს ტაძარში, სადაც დილიდან დაპირისპირება იყო, რიონის ხეობის მცველი ვარლამ გოლეთიანი ჩავიდა. მასთან ერთად არიან ნამავანჰესის აშენების წინააღმდეგ აქციების სხვა ლიდერებიც.
“ჩვენ თვალს ვადევნებთ ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებს. ვწუხვართ ამ ყველაფრის გამო და ჩამოვედით, რომ ეპარქიაში ცხოვრების მშვიდობიანად გაგრძელებას დავუჭიროთ მხარი. ეს არის ჩვენი აქ მოსვლის მიზანი”,– განაცხადა გოლეთიანმა.
სალხინოს ტაძარში ბზობის დღესასწაულზე შეკრებილ მრევლს შორის დილით ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ფიზიკური შეხლა–შემოხლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ტაძარის ეზოში ადგილობრივი ბიზნესმენი კლიმენტი კეკუტია გამოჩნდა. მხარეები პოლიციამ განარიდა.
დილიდან ღვთისმშობლის შობის ტაძარში, სადაც ბზობასთან დაკავშირებული წირვა-ლოცვა მიმდინარეობს, მრევლი სხვადასხვა ეპარქიებიდან ჩავიდა. მათი ნაწილი მეუფე სტეფანეს მხარდამჭერია, ნახილი კი დასჯილი მეუფე პეტრესი და სხვა სასულიერო პირების.