“სამაგიეროდ, თბილისის ქუჩები საზეიმოდ იქნება განათებული”- ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში, ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე აფრიკის დასახლებაში თბილისის მერიის მიერ აშენებული საცხოვრებელი სახლების დემონტაჟს.
“დაუფიქრებლად აკეთებენ თუ სახალხოდ იმეტებენ? რომელ კანონიერებაზე გვესაუბრებიან? ფონდ “იავნანას” კუთვნილ ფართში უკვე 14 წელია უკანონოდ შეჭრილი ოჯახები ცხოვრობენ და ინვესტორების არა ერთი მოთხოვნის მიუხედავად, კანონის ფარგლებში გამოგვესახლებინა ისინი, პროექტებს ვაჩერებთ, რომ უსახლკაროდ არ დარჩნენ გაჭირვებული ადამიანები. როგორ უნდა მოგივიდეს ასეთი რამ აზრად? იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფო და საზოგადოება ერთიანდებოდეს ასეთი ოჯახების დასაცავად, ამ გაგანია პანდემიის დროს ქუჩაში ყრიან და ასე ულოცავენ ახალ წელს? სამაგიეროდ, თბილისის ქუჩები საზეიმოდ იქნება განათებული”- წერს პაატა ბურჭულაძე.