პარტია ლელოს საპარლამენტო ფრაქციის წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ნაციონალურ მოძრაობას შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის არ მოწერის გამო მაღალი ფასის გადახდა მოუწევს.
“ჩემი გზავნილი იყო, რომ ძალიან საშიში იქნებოდა “ნაციონალური მოძრაობისთვის“ ამ დოკუმენტის ხელმოწერაზე უარის თქმა. თქვენ ნახეთ, რომ ახლაც სენატორი რიში, ევროპარლამენტის წევრები მოუწოდებენ “ენმ-ს“, ხელი მოაწეროს ამ დოკუმენტს, ასევე მოუწოდებს მას პარტნიორი პარტია – „ევროპის სახალხო პარტია“.
ასე რომ, საკმაოდ მაღალი ფასის გადახდა მოუწევთ. ეს იყო ჩემი გზავნილი და მათ შორის იმიტომ დავტოვე პარტია, რომ თუ ჩემს აზრს, რაშიც ვთვლი, რომ კომპეტენტური ვარ, პარტია არ იზიარებს, მაშინ ალბათ უკეთესია პარტნიორობა გავაგრძელო იმ ადამიანებთან, ვისთანაც საერთო ხედვა მაქვს“, – განაცხადა სამადაშვილმა პალიტრანიუსის ეთერში.