ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ნიკა მელიას ამნისტირების გარეშე ბრალი ვერ მოეხსნება.
მისივე განცხადებით, მასაც შეუძლია თქვა, რომ მელია უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს, თუმცა არ გათავისუფლდება.
“დაუშავათ, ნიკას ხვალვე გამოყვანის ვერცერთი გზა, მათ შორის თავდებობის, არ გამოვიდა, რჩება ამნისტირების გზა. ყველა ვინც ამბობს, რომ ამნისტირება რა საჭიროა, მოდი, განვასხვავოთ… საუბარი არის დროებით ნიკას თავისუფლებაზე და ბრალდების მოხსნაზე. ბრალდების მოხსნა ნიკაზე ამნისტირების გარეშე… კარგია, მეც შემიძლია, ახლა დავდგე კამერის წინ და ვთქვა, რომ უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს უპირობოდ და ვიტყვი ამას ასჯერ. და მერე ვინმე გაათავისუფლებს ნიკა მელიას უპირობოდ ამას რომ ასჯერ ვიტყვი? სამწუხაროდ, არა.
ვერ ექნება სხვა პოზიცია ნიკა მელიას. ნიკას ყოველთვის ვეტყვი, რომ სწორია მისი პოზიცია, მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში ხომ უნდა ავიღოთ იმაზე, რომ პოლიტიკური დევნის საკითხი შეწყდეს”,- თქვა სამადაშვილმა ფორმულას ეთერში.