“უკაცრავად, ამ ქვეყანაში უკანასკნელ წლებში ყველაზე დიდი და მრავალრიცხოვანი აქციები, რაც დაიწყო 20 ივნისს, მე დავაანონსე პარლამენტის ტრიბუნიდან. დიდი ბოდიშის მოხდით ნაციონალურ მოძრაობასთან – ამ მიტინგებზე, რომელიც მაშინ ტარდებოდა, მე ვიყავი ერთადერთი სპიკერი ნაციონალური მოძრაობიდან, ვისაც მიკროფონს აძლევდნენ ახალგაზრდები გამოსასვლელად.
ჩვენ [ხელმომწერები] ყველაფერს დავუჭერთ მხარს, რაც იქნება ამ ქვეყანაში გარდამტეხი პოლიტიკური ცვლილებების უზრუნველყოფისათვის”.
განაცხადა ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა წევრმა სალომე სამადაშვილმა ტვ პირველის ეთერში.