ენმ-ის წევრმა, სალომე სამადაშვილმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს ხელი ინდივიდუალურად მოაწერა, როგორც “ინდივიდუალური პარლამენტის წევრი”. მისი თქმით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ჯერ-ჯერობით თავს შეიკავებს დოკუმენტზე ხელისმოწერისგან, მანამ სანამ ნიკა მელია არ გათავისუფლდება.
“პოლიტსაბჭოზე გადაწყდა, რომ ნაციონალური მოძრაობა თავს შეიკავებს დოკუმენტის ხელმოწერისგან, სანამ ნიკა მელია პატიმრობაშია. ასევე, პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებით, მე გადავწყვიტე, დღეს, როგორც ინდივიდუალურმა წევრმა პარლამენტის, ხელი მოვაწერო ამ დოკუმენტს”, – თქვა სამადაშვილმა.