საქართველოს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე პიკეტირებისას, სამართალდამცავებმა, სამოქალაქო აქტივისტების დაკავება დაიწყეს. ადგილზე ერთ-ერთმა აქტივისტმა გზის გადაკეტვა სცადა,რა დროსაც ის სამართალდამცველებმა დააკავეს. აქტივისტებს, თან აქვთ ტრანსპარანტები, დროშები და საყვირები. ისინი დეპუტატებს შეძახლიებით “მონა-მონა” აცილებდნენ და ხმაურით დისკომფორტის შექმნას ცდილობდნენ.
“ხელი გამიშვით, თქვენ პოლიცია არ უნდა გერქვათ, თქვენ ხართ ოდეპე, ივანიშვილის რეჟიმი კი მაინც დაემხობა”, – დაიყვირა აქტივისტმა, ენმ-ის წევრმა ცესიკ გაზდელიანმა,დაკავებამდე.
ჯერ-ჯერობით, უცნობია თუ რამდენი აქტივისტია დაკავებული პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე.