“სუფთა სამართლებრივად რომ მივუდგეთ, ვინ ეკითხება საქართველოს პრემიერმინისტრს სად იქნება გადაყვანილი და როგორ იქნება სამედიცინო დახმარება აღმოჩენილი საქართველოს პრეზიდენტისთვის? – არავინ! ეს არის რეალურად ექიმების და პირადი ექიმის გადასაწყვეტი, ვისაც ენდობა საქართველოს პრეზიდენტი”

ამბობს ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე. ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ამბობენ, რომ საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ და არა სამოქალაქო კლინიკაში. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, N18 ციხის საავადმყოფო არ შეესაბამება კონსოლიუმის გაცემულ რეკომენდაციების, შესაბამისად, სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ ალტერნატიულ დაწესებულებაში. ომბუდსმენის ცნობით, ამ დაწესებულებაში ასევე არსებობს სააკაშვილის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები.