“სამართლებრივად 5 ივლისის ორგანიზატორების იდენტიფიცირება აქამდე იყო შეუძლებელი. რატომ? იმიტომ, რომ არ დგინდება არცერთი ფაქტი, სადაც მოხდა დანაშაულის ორგანიზება. დანაშაულის ორგანიზება ეს არის სამართლებრივი კატეგორია. ორგანიზატორი არ იკვეთება. როდესაც ვიღაცები საუბრობენ იმაზე, რომ ორგანიზატორები უნდა დაისაჯონ, მაშინ უნდა თქვან სამართლებრივად ვინ იყო ორგანიზატორი.

​მე მინდა შეგახსენოთ, როცა აქ ხორციელდებოდა ძალადობრივი შტურმი პარლამენტზე 7-8 მარტს, მაშინ იყო პირდაპირი მოწოდებები ხომ? ანუ ორგანიზებული იყო შეკრება. უფრო მეტიც, მაგალითად, მოუწოდეს ადამიანებს, რომ ალყა უნდა შემოერტყათ პარლამენტის შენობისთვის და ამ ალყას მოჰყვა მერე პირდაპირი ძალადობრივი აქტები.

​თუ ჩვენ დაბალი სტანდარტით გავყვებით, რასაც თქვენ ითხოვთ, ამ შემთხვევაში, მაგალითად, პირველი არის დასაჭერი გიორგი ვაშაძე, დასაჭერები არიან ოპოზიციის სხვა ლიდერები. მაგრამ ეს არის დაბალი სტანდარტი. ძალიან სარისკოა ეს დაბალი სტანდარტი, რისი თქმა მინდა, სამართლებრივი თვალსაზრისით, ორგანიზატორები 5 ივლისის დანაშაულს არ ჰყავდა. ყოველ შემთხვევაში, ეს არის დღემდე სამართლებრივი მოცემულობა. თუ რაიმეს დაადგენს პროკურატურა, არ ვიცი…

დანაშაულის ორგანიზატორი ნიშნავს რას? მაგალითად, კოკა მორგოშიას, რომ მოეწოდებინა კონკრეტული ადამიანებისთვის, რომ წადით ამა და ამ ადგილას და, მაგალითად, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეთ ამა და ამ ადამიანებს…ეს მოწოდება არ იყო, ასეთი არ იყო.

[…]სახელმწიფოს ვალდებულებაა დაიცვას ადამიანების უსაფრთხოება. თქვენ გახსოვთ, სამწუხაროდ, როგორ წარიმართა 5 ივლისს მოვლენები, იყო სპონტანური ძალადობა და ამიტომ გაუჭირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება. ამას ჰქონდა ობიექტური მიზეზი. თუმცა, მაგალითად, მეორე დღეს, როდესაც ადვილი იყო მოვლენების პროგნოზირება, არ იყო სპონტანური ძალადობა, იქ შსს-მ ბოლომდე დაიცვა ადამიანების უსაფრთხოება. ახლაც იმართება ღონისძიებები გარკვეული კვირეულის ფარგლებში. იქაც შსს თავიდა ბოლომდე უზრუნველყოფს უსაფრთხოებას”.

აცხადებს მმართველი გუნდის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.