ნიკა მელიას ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი პროკურატურის შეთავაზებას ეხმიანება. პროკურატურამ განაცხადა, რომ თუ ნიკა მელია გირაოს გადაიხდის, მზად არიან სასამართლოს პატიმრობის გირაოთი შეცვლის მოთხოვნით მიმართონ. ადვოკატის შეფასებით, ეს სამართლებრივი ნონსენსია.
“ეს სამართლებრივად არის ნონსენსი, ბევრი საუბარი ამაზე საჭირო არც არის ძალიან მარტივი მიზეზის გამო, რადგან 3 ნოემბრის განჩინება ბუნებაში აღარ არსებობს და გირაო შეცვლილია პატიმრობით. მაგრამ ეს არის ახლა მნიშვნელოვანი. ჩვენ გვახსოვს, რამდენიმე დღის წინ პრემიერმინისტრი ამბობდა, რომ აპირებდა კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას, ანუ მისთვის ნიკა მელიას თავისუფლებაზე ყოფნა იყო კონსტიტუციური წესრიგის დარღვევა, ახლა რა ხდება? რა შეიცვალა ამ მიმართულებით?
რეალურად ამ საქმეს არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. პროკურატურა უბრალოდ გამოიყენება ქართული ოცნების მხრიდან როგორც ინსტრუმენტი პოლიტიკური დევნის განსახორციელებლად”,- ამბობს საძაგლიშვილი მთავარ არხთან საუბრისას.