საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს მორიგი ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი ეხმიანება და ამბობს, რომ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებისთვის პოლიტპატიმრების გათავისუფლება აუცილებელია.
„ყველა პარტიამ უნდა დაიცვას რვა მარტს მიღებული შეთანხმების ტექსტი და სულისკვეთება. ეს იქნება ლაკმუსის ტესტი ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ რეალური მიზნების გამოსავლენად. ისინი ტესტავენ საქართველოს დასავლელი მეგობრები ელოდებიან თუ არა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას. დიახ, ელოდებიან. ეს აუცილებელია, თუ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს”,- წერს ტვიტერზე გერმანელი ევროპარლამენტარი.
They are testing the waters whether the Western friends of Georgia continue to expect also the release of political prisoners. They do. It is a must if free and fair elections are to be held
— Michael Gahler (@gahler_michael) May 13, 2020
8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ, მათ შორის პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ 8 მაისს მთავრობას ევროპარლამენტარმა კუბილიუსმაც მოუწოდა.