“სამართლიანი სასამართლო საქართველოში მრავალ საუკუნეს ითვლის და ეფუძნება ქართული სამართლის ძეგლებს – ეს იქნება ანტიკური ხანის ჩველებითი სამართალი, მე-13 საუკუნის წიგნი სამართლისა კაცთა შეცდომისა ყოველივე, მე-14 საუკუნის მეფე გიორგი ბრწყინვალის სისხლის სამართალს, თუ ვახტანგ მეექვსეს სამართლის ძეგლების უნიკალური კრებული. ქართული სამართლის ისტორია ბევრ ევროპულ ქვეყნას დაამშვენებდა და ცოტა არ იყოს სირცხვილია, რომ ამ მემკვიდრეობას სათანადოდ ვერ ვაგრძელებთ”

თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას.