სამგორის მეტროში მგზავრი გარდაიცვალა – ინფორმაციას სატრანსპორტო სამსახური ადასტურებს. არსებული ინფორმაციით, კაცი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.
განცხადება გაავრცელა თბილისის სატრანსპორტო კომპანიამაც:
“თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა ნაწილობრივ შეფეხებულია. შეფერხების მიზეზი მს სამგორში მგზავრის მოულოდნელი გარდაცვალება გახდა. ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო პროცედურები, რის გამოც მეტროსადგურები სამგორი, ისანი და ვარკეთილი დაიკეტა მგზავრთა მიღებაზე. მატარებლები მგზავრებს ემსახურებიან მს ახმეტელის თეატრიდან 300 არაგველამდე და პირიქით. პირველ ხაზზე მოძრაობა მას შემდეგ განახლდება, როდესაც შესაბამისი უწყება დაასრულებს საგამოძიებო პროცესს”. – ნათქვამია განცხადებაში.