ნაციონალური მოძრაობის სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, გვიან ღამით პარტიის სამგორის საარჩევნო შტაბის ოფისი დაარბიეს. მისი თქმით, ჩალეწეს მინები და დააზიანეს ბანერები.
“სამგორის(აფრიკის) ოფისი დაგვირბიეს. თვითმხილველები ამბობენ, რომ 2 მამაკაცი იყო. მათ აგურები დაუშინეს ოფისს და გაიქცნენ” – ამბობს ხაბეიშვილი. ის ასევე აღნიშნავს, რომ “ამ ვიტრინებივით “დაიმსხვრევა” ქართული ოცნება 31 ოქტომბერს”.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. დაწყებულია გამოძიება.