“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, გორში, გდდ-ს ბაზაზე მთელი საქართველოს სპეცრაზმის და კრიმპოლის მობილიზება ხდება, სამეგრელოში “იარაღის საწყობს აღმოაჩენენ” და “სახელმწიფო გადატრიალებას აღკვეთენ”. ამის შესახებ ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
”გორში, გდდ-ს ბაზაზე მთელი საქართველოს სპეცრაზმის და კრიმპოლის მობილიზაციაა.
გუშინ შავნაბადაც სპეცრაზმი იმერეთში დაბანაკდა.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით (რასაც კიდევ გადავამოწმებთ სხვა წყაროებთან), სავარაუდოდ სამეგრელოში “იარაღის საწყობს აღმოაჩენენ” და “სახელმწიფო გადატრიალებას აღკვეთენ”
ოპერაციას ხელმძღვანელობენ გომელაურის მოადგილეები შალვა ბედოიძე და მამუკა ჭელიძე.”- წერს ნიკა გვარამია.