სამეგრელოში, ჩხოროწყუ-მუხურის გზაზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი, რომელსაც დაშავებული გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა.
გავრცელებული ინფორმაციით, სასწრაფოს მანქანა საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ავტომობილს შეეჯახა.
მომხდარის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სასწრაფოს 2 ექიმი და მძღოლი, ასევე პირი, რომელიც მეორე ავტომობილს მართავდა. ყველა დაშავებული ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია).