სამთავრობო მედიის ცნობით, ირაკლი კობახიძე პრემიერი ხდება, ღარიბაშვილი ოცნების თავმჯდომარე

სამთავრობო ტელეკომპანია “იმედის” ინფორმაციით, პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის პოსტზე იქნება წარდგენილი, ხოლო მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.

“იმედის” ცნობით, 24 იანვარს გაიმართა პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა. სხდომაზე გადაწყდა, რომ 1-ელ თებერვალს პარტიის ყრილობა გაიმართება.