პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო სიის ოცეული წარადგინა. პარტიის რჩეულთა შორის საქართველოს კალათბურთის ნაკრების ყოფილი წევრი, ვიქტორ სანიკიძეც მოხვდა. რომელიც, ბერა ივანიშვილთან დაახლოებული პირია. ბერამ რამდენიმე კვირისწინ Tik-Tok-ზე კალათბურთელ ვიქტორ სანიკიძესთან ერთად გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა. “სამიდან სამი ჩავაგდე”, წერს ხუმრობით ბერა. ვიდეოში კი ჩანს, რომ ამ ბურთებს ვიქტორ სანიკიძე აგდებს.
ვიქტორ სანიკიძე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყო. მას დიჟონში, ესტუდიანტესში, თბილისის დინამოში, ტარტუში, ვირტუსში, მონტეპასკიში, სარაგოსაში, უნიქსში, ანკარასა და არისში უთამაშია. 2004 წლის NBA-ს დრაფტზე ატლანტამ ის 42-ე ნომრად აირჩია, თუმცა NBA-ში თამაში არ მოუწია. 2007 წლის ზაფხულში მან სან ანტონიოს რიგებში საზაფხულო ლიგაზეც ითამაშა.