“სამიდან სამი ჩავაგდე” – ბერა ქართული ოცნების სიაში მოხვედრილი ვიქტორ სანიკიძესთან ერთად კალათბურთს თამაშობს (ვიდეო)

პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა – დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო” 2020 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე სა­არ­ჩევ­ნო სიის ოცე­უ­ლი წა­რად­გი­ნა. პარ­ტი­ის რჩე­ულ­თა შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს კა­ლათ­ბურ­თის ნაკ­რე­ბის ყო­ფი­ლი წევ­რი, ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძეც მოხვდა.  რომელიც, ბერა ივანიშვილთან დაახლოებული პირია. ბერამ რამდენიმე კვირისწინ  Tik-Tok-ზე კალათბურთელ ვიქტორ სანიკიძესთან ერთად გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა. “სამიდან სამი ჩავაგდე”, წერს ხუმრობით ბერა. ვიდეოში კი ჩანს, რომ ამ ბურთებს ვიქტორ სანიკიძე აგდებს.

ვიქტორ სანიკიძე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყო. მას დიჟონში, ესტუდიანტესში, თბილისის დინამოში, ტარტუში, ვირტუსში, მონტეპასკიში, სარაგოსაში, უნიქსში, ანკარასა და არისში უთამაშია. 2004 წლის NBA-ს დრაფტზე ატლანტამ ის 42-ე ნომრად აირჩია, თუმცა NBA-ში თამაში არ მოუწია.  2007 წლის ზაფხულში მან სან ანტონიოს რიგებში საზაფხულო ლიგაზეც ითამაშა.