“სამიზნედ ჰყავთ სახალხო დამცველი, რადგან ის თავის მოვალეობას ასრულებს”- ამის შესახებ, ”ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.
“კობახიძე და ღარიბაშვილი ყველა ეტაპზე ყველაზე უფრო სამარცხვინო ნაწილი იყვნენ ზოგადად სამარცხვინო ივანიშვილის გარემოცვისა და ახლა ეს ადამიანები არიან განმსაზღვრელი არა მარტო პოლიტიკური ტონალობისა, იმიტომ, რომ მათ მიანიჭა ეს ფუნქცია ივანიშვილმა, არამედ იმაზეც, საერთოდ ქვეყანა სად წავა. ამაზე მძიმე დიაგნოზი რა შეიძლება იყოს. ის, რომ ამ ადამიანებს ამ სამარცხვინო ფორმით სამიზნედ ჰყავთ ამორჩეული სახალხო დამცველი, იმის გამო, რომ ეს ადამიანი თავის მოვალეობას ასრულებს, აბსოლუტურად ლოგიკურია ასეთი რეჟიმის პირობებში”. – თქვა გიგა ბოკერიამ.