სამინისტროს გაეგზავნა სიტყვიერი ნოტა, საქართველოს ხელისუფლებამ ბოდიში მოიხადა – EU-ის წარმომადგენლობა ვანდენბრუკზე

“სამინისტროს გაეგზავნა სიტყვიერი ნოტა, საქართველოს ხელისუფლებამ ბოდიში მოიხადა” –  აცხადებს ამის შესახებ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ტელეკომპანია “ფორმულასთან”.

“ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ სათანადოდ აკრედიტებულ წევრს ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას და სხვა მოქმედ ნორმებს, რომლებსაც საქართველო ვალდებულია, პატივი სცეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაეგზავნა სიტყვიერი ნოტა. საქართველოს ხელისუფლებამ ზეპირი ბოდიში მოიხადა სამწუხარო ინციდენტის გამო და დაადასტურა, რომ თანამშრომელს შეუძლია [საქართველოში] თავის ადგილს დაუბრუნდეს”, – აცხადებს წარმომადგენლობა.

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ადასტურებს, რომ ევროკავშირის დელეგაციის წევრი, დიპლომატი საიმონ ვანდერბრუკი ქვეყანაში არ შემოუშვეს.  მათივე განცხადებით, ევროკავშირის წარმომადგენლობის სათანადოდ აკრედიტებული წევრისთვის ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას და სხვა შესაბამის ნორმებს, რომელთა დაცვის ვალდებულებაც საქართველოს აქვს.