“სამინისტროს თითოეული თანამშრომელი ძალიან ხშირად იყო ბულინგის მსხვერპლი” – ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
“ჩემი მოლოდინი იყო, რომ საზოგადოება იქნებოდა დამნდობი და პარტნიორული, ვიდრე ისეთი, რასაც ვხედავდით, ვინაიდან სამინისტროს თითოეული თანამშრომელი ძალიან ხშირად იყო ბულინგის მსხვერპლი.
ამას არ აკლებდნენ არც ბატონ პაატას, არც ბატონ ამირანს, ქალბატონი თამარიც ხშირად იყო ამის მსხვერპლი, ბატონი თენგიზი არ არის სამინისტროს თანამშრომელი, მაგრამ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ის არის იმ დროშის მატარებელი, რომელსაც პაციენტის დაცვა ქვია. არ ერიდებოდნენ არც მის ასაკს, არც მის სტატუსს და კვალიფიკაციას. იცით, რა გვაქვს გამოვლილი.”- აცხადებს ტიკარაძე.