პარტია “მოქალაქეების” თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი სამ სცენარზე საუბრობს, რომელმაც შესაძლოა, ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდან გამოიყვანოს.
ელისაშვილი აცხადებს, რომ აუცილებლად უნდა შეიცვალოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და ის საერთო ოპოზიციური კანდიდატით ჩანაცვლდეს.
“სამი სცენარია: ერთი – რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია იჯდება მარტო და ეს იქნება საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო. მეორე სცენარი ეს არის – რევოლუცია, როდესაც არ თმობს არაფერს და ჩვენ ქუჩიდან ვიბრძვით. იქნება ცემა-ტყეპა, გაწევ-გამოწევა. მე პირადად, არ ვაპირებ, რომ პირველი სცენარი განვითარდეს, თვალები დავხუჭო და სახლში წავიდე. მესამე სცენარი კი იქნება გამოსავალზე ორიენტირებული – პირველი, დაუბალანსებელი ოქმები რომ არის, რომელიც საბურთალოდან მაქვს წამოღებული, ხელისუფლებას მე კი არ უნდა ვეხვეწებოდე, შენი ჭირიმე დაჯექი და გადაითვალეო, საოლქოსთან ჯაჯგური კი არ უნდა მქონდეს, დაჯდეს, დაიწყოს დათვლა და თამარ ჟვანია და მთელი საარჩევნო ადმინისტრაცია გათავისუფლდეს, ეს არის ორი პირველი წინაპირობა, იმისთვის, რომ მერე დანარჩენ რაღაცებზე ვილაპარაკოთ. თამარ ჟვანიამ თუ ჩაატარა რიგგარეშე, არავინ არ ვართ ჩვენ მიამიტი ბავშვები, რომ კიდევ გაგვიყალბოს. მესამე სცენარი არის ის სცენარი, რომელიც ნაკლები ჯანჯღარისგან გამოიყვანს ამ ქვეყანას. საერთო ოპოზიციური კანდიდატი იყოს ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის უფროსი,” – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა “ღამის კურიერში” სტუმრობისას.