“ბავშვი არ დაბადებულა, სახელს არქმევდნენო. თუ ჩამოდის ეს კაცი, ჩამოვიდეს. თუ ჩამოვა – დავიჭერთ, ვინც ხელს შეგვიშლის, იმასაც დავიჭერთ. არავითარი სამოქალაქო დაპირისპირება მე არ დამიანონსებია. სამოქალაქო დაპირისპირება დააანონსეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა, რომლებმაც თქვეს, რომ ისინი ხელს შეუშლიან თურმე სააკაშვილი დაკავებას.

მე ზოგადად ვთქვი, რომ ოპოზიციას არ შეუძლია საკუთარი მხარდამჭერების მობილიზებაც კი. პიკის დროს მათ 5 ათასზე მეტი მხარდამჭერის მობილიზება ვერ შეძლეს. ამის საპასუხოდ მე ვთქვი, რომ ქართულ ოცნებას მხარდამჭერების მობილიზება შეგვიძლია 1 საათში, მინიმუმ 100 ათასი მხარდამჭერის. სააკაშვილს სჭირდება 10 გამოცდილი პოლიციელი, რომელიც მას დააკავებს”

განაცხადა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილზე.