სამტრედიაში ურთიერთდაპირისპირების ნიადაგზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ჭრილობა ცივი იარაღით გულის არეში აქვს მიყენებილი. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.
დაჭრილი ქუთაისში, საერთაშორისო სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. მას ექიმებმა ურთულესი ოპერაცია ჩაუტარეს და მისი გადარჩენა შეძლეს.
ამ დროისთვის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.