სამტრედიაში ენმ-ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის საარჩევნო ბანერს საღებავო შეასხეს

სამტრედიაში, “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დევი ჭანკოტაძის საარჩევნო ბანერი დააზიანეს. მას საღებავი შეასხეს.

ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ვანდალური ფაქტი მმართველი პოლიტიკური პარტიის მხრიდან არის წახალისებული. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა “ნაციონალური მოძრაობის”  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წინასაარჩევნო კამპანიის დროს სხვადსხვა ფორმით აგიტაციაში ხელს უშლიან.