სამტრედიაში კორპუსის სახურავიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა

სამტრედიაში მრავალსართულიანი კორპუსის სახურავიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. ის 5-სართულიანი კორპუსის სახურავზე გამაგრებით სამუშაოებს ასრულებდა.

დაღუპულის ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.