სამტრედიაში კორონავირუსი სასწრაფო დახმარების მძღოლს დაუდგინდა.
არსებული ინფორმაციით, სასწრაფოს მძღოლს სიმპტომები არ ჰქონია და მისი დაინფიცირების შესახებ გეგმური ტესტის ნიმუშის აღების შემდეგ გახდა ცნობილი.
დაინფიცირებულ პირთან შემხებლობაში მყოფი პერსონალი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი.
დღეს იმერეთში კორონავირუსი 59 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.