სამტრედიის რაიონში, სოფელ კორმაღალაში პოლიციამ 30 წლის მამაკაცი დააკავა, რომელმაც 53 წლის მამაკაცს სახლთან მიაკითხა, დაუძახა და გამოსულს სანადირო თოფიდან ესროლა. სახლში ამ დროს ოჯახის არასრულწლოვანი წევრიც იმყოფებოდა, რომელმაც 112-თან დაკავშირება შეძლო.
მოკლულის ახლობლები მკვლელობის ზუსტ მიზეზს ვერ ასახელებენ. ახლობლები აცხადებენ, რომ დაკავებულ პირს ისინი არ იცნობენ.
მოკლული მეტყევედ მუშაობდა და შესაძლოა შემთხვევაც მის საქმიანობას უკავშირდებოდეს.
“გავარდა თოფი, კივილის ხმა შემომესმა. ვიღაც მოსულა, დაუძახია კობასთვის გარეთ გამოდიო, შენთან საქმე მაქვსო. ეს ფანრით გავიდა, მიანათა და იმან ესროლა. მუცლის არეში ჰქონდა ჭრილობა. მეტყევედ მუშაობდა, შეიძლება ვინმეს ხე არ მისცა ან რამე და ამან გამოიწვია კონფლიქტი,” – ამბობს მოკლული კობა ნიკოლეიშვილის ნათესავი.