“სესიას და კომიტეტებს გაემიჯნა თავად “ქართული ოცნება”, სამუშაო ჯგუფებს რაც შეეხება, ყავის სმის ჯგუფები დავარქვათ, ვინც შევიდა, შედეგი რა დაიდო? შედეგი დაიდო რუსული კანონი. არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, “სტრატეგია აღმაშენებელმა” რაც თქვა, დიაგნოზი რაც დავსვით პირველივე დღეს, სამწუხაროდ, დამთავრდა ასე. შედეგი ამ ჯგუფებმა რა დადო? – რუსული კანონი, დეოლიგარქიზაციის კანონი, რომელიც ყველაფერზეა დეოლიგარქიზაციის გარდა, მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული ცვლილებები, რომელიც რეალურად ყველაფერზეა კლანისგან სასამართლოს გათავისუფლების გარდა. რამე შედეგი დაიდო, რომელზეც პარტნიორები ამბობენ, რომ ყოჩაღ საქართველო? კანონებს იღებს უმრავლესობა და მათ იღებს კომიტეტებზე და სესიებზე, ჩვენი როლი არის ის, რომ გამოვაფხიზლოთ ხალხი, როცა ღალატს აქვს ადგილი, მაგალითად, როგორც იყო რუსული კანონის მიღების დროს. როგორ გაიტანეს ეს კანონი, ასე გაიქცევიან ხელისუფლებიდან,”
ასე პასუხობს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე ჟურნალისტის შეკითხვას, მიაწოდეს თუ არა პარტნიორებს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას არ იღებდნენ.